четверг, 20 марта 2014 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
(1770-1827) ბონი
კლასი
საბაზო საფეხური-VIII კლასი
გაკვეთილის მიზანი
მოწავლეს უნდა შეეძლოს:

·       საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენადაა აღბეჭდილი ხელოვანის შემოქმედებაში მისი ცხოვრებისეული ეპიზოდები

·       დიალოგის  მსჯელობის საკუთარი აზრის დასაბუთების სხვისი აზრის მიმართ პატივისცემა

·       მუსიკის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილებების ნაწერით გადმოცემა
თანმიმდევრობა
საორგანიზაციო საკითხები-(3 წთ)

A ფაზა-(5 წთ)
გამოწვევა:
მოსწავლეები კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართავენ დისკუსიას მასწავლებელთან  თემის ირგვლივ

B ფაზა-(7 წთ)

მინი ლექცია:
მასწავლებელი საუბრობს კომპზიტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ

C ფაზა-(15 წთ)
მოსწავლეები მას შემდეგ რაც გაეცნობიან ბეთჰოვენის ბიოგრაფიას მოისმენენ ნაწარმოებს რომელიც შერჩეული იქნება მასწავლებლის მიერ

შეჯამება: (10 წთ)
ჯგუფურად შეასრულებენ წერით სამუშაოს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე.
ყველა ჯგუფს მიეცემა კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება


რესურსი
·       სახელმძღვანელო
·       მოსასმენი მასალა „მთვარის სონატა“
·       თაბახის ფურცლები- ანალიზის გასაკეთებლად
·       დამატებითი ლიტერატურა კომპოზიტორის ცხოვრებიდან
მუშაობის ფორმა
ინდივიდუალური
ჯგუფური
შეფასება
რუბრიკის მიხედვით



კრიტერიუმი
1-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლე საუბრობს რამდენადაა აღბეჭდილი ხელოვანის შემოქმედებაში მისი ცხოვრებისეული ეპიზოდები
ვერ საუბრობს
კომპოზიტორის ბიოგრაფიის შესახებ
ნაწილობრივ ფლობს თეორიულ ცოდნას კომპოზიტორის შესახებ
მიჰყვება გაკვეთილის თემას  და მასწავლებლის დახმარებით აკეთებს პრეზენტაციას
 ზუსტად შეესაბამება და აკმაყოფილებს
მოთხოვნილ   კრიტერიუმს
მოსწავლე ამოიცნობს მუსიკის ჟანრს
ვერ ამოიცნობს მუსიკის ჟანრს
ნაწილობრივ ამოიცნობს ჟანრს ხშირად უშვებს შეცდომას
შეუძლია ამოიცნოს მუსიკის ჟანრი მასწავლებლის დახმარებით
ამოიცნობს და განასხვავებს დამოუკიდებლად
და ასაბუთებს
მოსწავლე აკეთებს მოსმენილის ანალიზს
ანალიზის გაკეთება არ შეუძლია
ანალიზის გაკეთების დროს მინიმალურადაა გათვალისწინებული ზოგიერთი მოთხოვნა
აკეთებს ანალიზს  მოთხოვნების ზოგადი გათვალისწინებით
აკეთებს ანალიზს არგუმენტირებულად


Комментариев нет:

Отправить комментарий